ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩაზე. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ დაახლოებით, დღის ორის ნახევარზე შეიყვანეს მსუბუქი ავტომობილის მგზავრი.
წარმოშობით ქუთაისელ 66 წლის ქალბატონს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლით დაიწყო.
ავტორი