“უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს”- დღეს, თბილისში პარლამენტთან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციას გამართავს.
“მოგესალმებით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გავაკეთეთ პეტიცია https://shorturl.at/gnDKY რომელსაც შემოუერთდა 5989 ადამიანი.
ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.
მაშინ როდესაც რუსული რაკეტები დაფრინავენ უკრაინაში და ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფრინოთ რუსული თვითმფრინავებით.
რუსეთთან დაახლოება გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას და ევროპისგან დაშორებას.
15 მაისს, 19:00 ზე პარლამენტის უკან ვაორგანიზებთ მშვიდობიან აქციას – უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.