ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი.
ცნობილია დაღუპულთა ვინაობაც. ისინი ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი არიან.
არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა, შეჯახების შედეგად ორივე პოლიციელი ადგილზე დაიღუპა.