რუსეთის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით 90-ჯერ შეუტიეს და 529 ჭურვი ისროლეს, _ შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა Telegram-ზე გააკეთა.
პროკუდინის განცხადენით, რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს მძიმე არტილერია, გრადის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები (MLRS), ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები (UAV) და თვითმფრინავები.
თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 8 ადამიანი კი დაშავებულია.
იმავდროულად, ხერსონის რეგიონის დეოკუპირებული ტერიტორიებიდან გასული დღის განმავლობაში კიდევ 147 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.