„თქვენ, რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს. მეორე მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. რაშიც ჩვენს ხელისუფლებაზე მეტი არავის არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში, არავის, თუ ვინმემ რაიმე შედეგი მოიტანა, ეს მოიტანა ქართულმა ოცნებამ მეგობრებო. ასოცირება, უვიზო რეჟიმი თქვენ, რომ გადაადგილდებით 100 ევროდ თავისუფლად ევროპაში, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის, ქართული ოცნების დამსახურება. არაფერს არ შეექმნება საფრთხე, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორადა”, _ თქვა პრემიერმა.