“ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს “ქართული ოცნება” წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშაულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან “შეთანხმების მიღწევას”, რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ. ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ. შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა.
“ოცნებავ”, ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ”, _ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.