რუსული კლინიკების ქსელმა „ჩაიკამ“ თბილისში სამედიცინო ცენტრი გახსნა, – ამის შესახებ ekhokavkaza წერს.
გამოცემის ცნობით, ახალი კლინიკა ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
როგოგორც გამოცემა წერს, ეს არის ჩაიკას პირველი სამედიცინო ცენტრი საზღვარგარეთ. ინვესტიციების მოცულობამ 200 ათასი დოლარი შეადგინა. კლინიკას შვიდი სამედიცინო ცენტრი აქვს რუსეთის დედაქალაქში
ekhokavkaza ცნობით, კლინიკის სამედიცინო დირექტორი ქსენია იურკინასია, ის 2020 წლიდან მუშაობს მოსკოვის ნოვორიჟსკოეს გზატკეცილზე მდებარე ჩაიკას კლინიკაში ზოგადი პრაქტიკოსი და მთავარი ექიმის მოადგილედ, ხოლო 2022 წელს ანალოგიური თანამდებობა დაიკავა თბილისში, Silk Medical მულტიდისციპლინურ სამედიცინო ცენტრში.
„საქართველო საოცარი ქვეყანაა, სადაც მრავალი კულტურა ერწყმის ერთმანეთს. ქართველები ფიქრობენ ევროპულ კატეგორიებში, ეს ჯანმრთელობასაც ეხება. ასევე არის თხოვნა ევროპიდან, აზიიდან, რუსეთის ემიგრანტების საზოგადოებიდან“, – ამბობს იურკინასი.
Chaika ქსელის დამფუძნებელია საინვესტიციო ბანკის KIT Finance-ის ყოფილი მფლობელი ალექსანდრე ვინოკუროვი. 2022 წელს მან თავისი წილი (86,37%) მიჰყიდა პოლინა იუმაშევას.
ჩაიკას ახალი მთავარი მფლობელი, პოლინა იუმაშევა, არის ვალენტინ იუმაშევას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, იუმაშევა რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის სიძე იყო.
იუმაშევა არის Rusal-ის დამფუძნებლის, ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ყოფილი მეუღლე. ისინი 2018 წელს დაშორდნენ .
2018 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოლეგ დერიპასკას და მის მიერ კონტროლირებად რიგ კომპანიებს ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ სანქციების აქტის შესაბამისად.
”რუსი ოლიგარქები და ელიტები, რომლებიც სარგებლობენ ამ [რუსული] კორუმპირებული სისტემით, აღარ იქნებიან იზოლირებულნი თავიანთი მთავრობის დესტაბილიზაციის შედეგებისგან”, – თქვა ხაზინის მდივანმა სტივ მნუჩინმა განცხადებაში.
2022 წლიდან დერიპასკა ექვემდებარება სანქციებს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და რიგი სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინაში რუსეთის სრულსმასშტაბიანი შეჭრის გამო.
ავტორი