ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარის ღონისძიებაზე თავიანთი გარდაცვლილი მეგობარი ანა მუკბანიანი გაიხსენეს.
„ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა… ძალიან პატარები ვიყავით, როცა სიტყვა სიკვდილი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. მოვიდა თავისი სიბნელით, ვერაგობით, ტკივილით, გაუსაძლისი ტკივილით, ცრემლით და აგერ დღემდე გვაფორიაქებს…
დღემდე სევდა ახლავს ყველა ჩვენს სიხარულს, რომელიც სკოლასა და ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება.
ანა ჩვენი ანგელოზია. ვიცით, ის ახლაც ჩვენ შორისაა და მისთვისაც გავამზადეთ თეთრი პერანგი, რომელსაც ანას დედიკოს ვაჩუქებთ.
ანა გვიყვარხარ, გვახსოვხარ და მუდამ ჩვენს გულებში იქნები.“ – აღინიშნა ღონისძიებაზე.
ავტორი