2023 წლის მე-7 ეროვნულ კონკურსზე, სსიპ სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის ქართული ხალხური სიმღერის უფროსკლასელთა გუნდმა -,,ჰარალე”(პედაგოგი ელისო რობაქიძე) დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა 23 სამუსიკო და სალოტბარო სკოლის მონაწილე გუნდებს შორის კონკურსში მონაწილეობა მიიღო.
რეგიონალური I ტური ქუთაისში, ფალიაშვილის სახელობის მე- 2 სამუსიკო სკოლაში წარმატებით დასრულდა. გუნდი ჟიურის მიერ შეფასდა 93,88 ქულით და გადავიდა მე-2 ფინალურ ტურში, რომელიც ქალაქ თბილისიში გალა კონცერტ კონკურსის სახით ჩატარდა. 84,67 ქულით მე-2 ადგილი და ლაურიატის წოდება და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. გუნდი „ჰარალე“- ს წარმატებული წევრები არიან მეორე და მესამე თაობის მოსწავლეები, სოლისტ შემსრულებლები: გიგი კობახიძე, ავთო დარჯანია, თამუნა ძიგუა, ანანო ადეიშვილი. შემსრულებლები: დეა ბასკანჩალაძე, ნინი გურიელიძე, ლილე გელენიძე, მარი აბრამიშვილი, მარი ძიძიგური, ელენე ჩაჩუა, მარი ხუჭუა, ნინო სანიკიძე, მარი სახოკია, თეკლა წითელიშვილი.
ავტორი