დღეს, ოზურგეთში ე.წ. ჭადრების ბაღში, სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის“ ორგანიზატორობით, აქცია „არა რუსულ ფრენებს გაიმართა.
აქციას პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„თავისუფლებისთვის“ წევრის, ოთარ რევიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეების 90%-ს უნდა ევროპა და უარს ვეუბნებით რუსეთს.
„ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტის შემდეგ ძალიან ძნელია, რომ ვინმემ დაიჯეროს და დაგვაჯეროს ხელისუფლება და რუსეთი არ იყენებს საქართველოს სანქციების თავიდან ასაცილებლად. ამ ქვეყანაში დღეს, სამწუხაროდ, შემოჭრილია რუსეთი და აპირებს თავისი მზაკრული გეგმის შესრულებას. საქართველოს ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რომ ასიამოვნოს რუსეთის ხელისუფლებას. – თქვა აქციაზე ოთარ რევიშვილმა.
აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე.
“ჯერ შემოვიდა ხმელეთით, ახლა შემოვიდა ჰაერით. ყიდულობენ ყველაფერს და ბიზნესს იწყებენ. მოვა დრო, რომ სკოლებსაც გახსნიან. გარუსებისკენ მივდივართ და ყველას ვალია, გამოვიდეთ გარეთ, სანამ გვიანი არ არის. უნდა დავდეგთ ერთად და გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია და გავაპროტესტოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.“ _ თქვა ირმა გორდელაძემ.
ავტორი