ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, ვახტანგ ბაგლიძის სახელობის სპორტის სასახლემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (2010-2012 წელს დაბადებულთა შორის) შაქრო ტუღუშისა და იური ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილ უკვე ტრადიციადქცეულ ღია პირველობას უმასპინძლა.
ტურნირში, საქართველოს მასშტაბით, 350-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
როგორც ყოველთვის, აღნიშნულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა. ჩვენმა ბიჭებმა შინ 21 მედალი, მათ შორის, 8 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო დატოვეს და შეჯიბრების ფავორიტები გახდნენ.
ღია პირველობის ფინალურ შეხვედრებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ბექა ჩხიკვიშვილი, ასევე მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, მშობლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ტურნირზე ჩვენებურებმა ადგილები ასე გადაინაწილეს:
I ადგილი _ გაბრიელ ცინარიძე (20კგ); დავით ცინარიძე (23კგ); ნიკოლოზ კუტუბიძე (41კგ); დავით მხეიძე (51კგ); საბა ვაშალომიძე (61კგ); ნიკოლოზ ჯოგლიძე (71კგ); მამუკა ცინცაძე (71კგ); ნიკოლოზ კილაძე (32 კგ).
II ადგილი _ დავით თოიძე (29კგ); დავით დოლიძე (23კგ); ლუკა მოისწრაფიშვილი (61კგ); ბექა თოდრაძე (35კგ); საბა ჩხეიძე (66კგ).
III ადგილი _ გიორგი ჩხარტიშვილი (35კგ); დავით მატკავა (41კგ); გენო კუტუბიძე (71კგ); ლუკა გოი (90კგ); ერეკლე მაჭარაშვილი (44 კგ); თემურ ჩხარტიშვილი (61კგ); გაბრიელ თავბერიძე (38კგ); ჩხიკვაძე გიორგი (32კგ).
ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის ძმებმა ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, იაშა ბოკუჩავამ, კახაბერ აბაშიძემ, ლაშა ქადეიშვილმა, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ მაჭარაშვილმა, ალიკა და გურამ აბაშიძეებმა მოამზადეს.
ჩემპიონებსა და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.
ავტორი