ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, რომ საკუთარ თავზე მხოლოდ დადებითი ინფორმაცია გაიგოს, თუმცა პერიოდულად საჭირო კი არა აუცილებელიც კია, რომ საკუთარ შეცდომებს თვალებში ჩავხედოთ.
რატომ არ უყვართ ყველაზე ხშირად ქალწული?
იგი პერფექციონისტია – ქალწული იდეალურობას დაეძებს ყველაფერში. იგი გამუდმებით ცდილობს გარშემო სამყარო გააუმჯობესოს. გახადოს იგი უფრო მოწესრიგებული და დალაგებული. მისი ამგვარი პერფექციონიზმი კი ხანდახან ძალიან დამღლელია.
იგი პედანტია – საკუთარი ჩვეულებების მიმართ ერთგულება ქალწულებს ხშირად მანიაკალურ დამოკიდებულებაში გადასდის. სხვაგვარად აბა როგორ ახსნით სიტუაციას როცა ადამიანი ყოველ დილით ზუსტად 8.00 იღვიძებს, 09.30 სვამს ჩაის და ზუსტად 10.00 სამსახურშია?
იგი გამუდმებით აკრიტიკებს სხვებს – თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალწული საკუთარ ნაკლს ვერ ამჩნევს. უბრალოდ თქვენ არასოდეს უნდა მიუთითოთ ამაზე მას. სამაგიეროდ, თავად აძლევს უფლებას თავს, გამუდმებით გაგაკრიტიკოთ.
ავტორი