https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბრწყინვალე მამარდაშვილი, შესანიშნავი კვარაცხელია

9:47; 23.05.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ესპანეთის „ლა ლიგის“ მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და უძლიერესი მეტოქე ქართველი მეკარის დამსახურებით დაამარცხა – 1:0.

მამარდაშვილი ტრადიციულად დამაჯერებელი იყო, განსაკუთრებით შეხვედრის დასკვნით ნაწილში. საინტერესოა რომ თამაშს მსაჯმა 10 წუთი დაამატა და მთავარი პერიპეტიები ამ დროს დაფიქსირდა.

ქართველმა კარის დარაჯმა 91-ე წუთზე ვალვერდეს სასწაული ბურთი აუღო, 93-ე წუთზე მას კიდევ ერთი შესანიშნავი სეივი ჰქონდა როდესაც კროოსის ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

მატჩის მიწურულს გაწევ-გამოწევა ვინისიუს ჟუნიორსა და მამარდაშვილს შორის მოხდა, ამ დროს ბრაზილიელმა „ვალენსიას“ ფეხბურთელს ხელი სახეში გაარტყა და წითელი ბარათიც დაიმსახურა. გიორგიმ ბოლო წამებზე კიდევ ერთი ბურთი მოიგერია, ერთი ერთზე ბენზემა გავიდა და ამჯერადაც, ქართველი გამოსვლაზე უშეცდომო იყო. მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

გიორგის ესპანური მედიისგან კარგი შეფასებები ერგო. „Eldesmarque“-მ 10-დან 10 ქულა დაუწერა, „Superdeporte“-მ კი – 9.

გუშინ, გამოცემამ „The Athletic“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილის დამატება „ტოტენჰემსა“ და „ასტონ ვილას“ სურთ. მისი გადაბირებით ასევე „ვილიარეალი“, მადრიდის „ატლეტიკო“ და „პორტუც“ არიან დაინტერესებულები. გიორგი „ვალენსიას“ სეზონის ბოლოს აუცილებლად დატოვებს და ახალ გუნდში გადავა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მინდორზე მილანის „ინტერი“ დაამარცხა – 3:1. ქართველი შემტევი (83 წუთი ითამაშა) მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური გახლდათ.

ერთ მომენტში, ჯოვანი სიმეონეს გოლი არ ჩაუთვალეს, რომელიც არგენტინელმა ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა. კვარამ მას ცარიელ კარში გაატანინა, მაგრამ მსაჯმა შეტევის დასაწყისში პიოტრ ჟიელინსკის მხრიდან თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

ხვიჩამ ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ორჯერვე „ინტერის“ კარის დარაჯმა ანდრე ონანამ აჯობა.

იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში მაღალი ქულებით შეაფასა.

Tuttonapoli 7 ქულა: “სამი მეტოქე ელოდება, როგორც ყოველთვის ბოლო პერიოდში, მაგრამ მუდამ ახერხებს გულშემატკივრების აღტაცებას. ონანამ გოლი წაართვა, მაგრამ სასარგებლოა თამაშის განვითარებაში და ანგისას გოლშიც მონაწილეობდა”.

Calciomercato 6.5 ქულა: “ინტერის დაცვისთვის უწყვეტი თავსატეხია და მიუხედავად ორმაგი მეურვეობისა, ხშირად ახერხებს ხიფათის შექმნას”.

Mediaset 6.5 ქულა: “ბელანოვა მუდმივად ყურადღებას აქცევს, მაგრამ “ნერაძურის” დაცვას როგორც წესი, იოლად უმკლავდება. მეორე ტაიმში, მიუხედავად დ’ამბროზიოს გაორმაგებისა, ქართველი თავის საქმეს აკეთებდა და მხოლოდ ონანამ შეუშალა ხელი გოლის გატანაში”.

Tuttomercatoweb 6.5 ქულა: “მარცხენა ფლანგზე ცდილობს ისე ითამაშოს, როგორც იცის, პირველ ტაიმში გაუჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში ლურჯი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე სახიფათოთა რიგებში იყო”.

გუშინ, „ვალენსიას“ ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ, რომელიც თავის დროზე ნეაპოლურ გუნდში სამი სეზონი ასპარეზობდა ტელეკომპანიას „DAZN“ ინტერვიუ მისცა და „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

„ნაპოლის“ ჩემპიონობა დიდებული მომენტი იყო, ყველა გაგიჟდა, რადგან ეს მაშინ ხდება, როცა ამდენს იბრძვი და გამარჯვებას შეჩვეული არ ხარ. გულშემატკივრებს ძალიან სჭირდებოდათ ასეთი კარგი ემოცია. ჩემი კარიერის ყველა წელი ფანტასტიკური იყო, მაგრამ ნეაპოლში გატარებული წლები კულტურის მხრივ განსაკუთრებული გახლდათ. მე უფრო ისეთი სტილის გუნდების ფეხბურთელი ვარ, რომლებსაც დიდებთან ბრძოლა უწევთ, უფრო მომწონდა ჩრდილოეთის გუნდებთან დაპირისპირება. ნაპოლიში ბევრი ტიტული ვერ მოვიგე, მაგრამ ლამაზი მომენტები გავიარე, თუნდაც დიდი ხნის შემდეგ იტალიის თასის მოგება.

ნეაპოლში დიდი ხანია არ დავბრუნებულვარ, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები. ჩემი ორივე ვაჟი „ნაპოლის“ ფანები არიან. როცა „ნაპოლი“ ვერ იგებს, გიჟდებიან. ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ნეაპოლში, ქალაქში, რომელმაც მეც ბევრი რამ მომცა. ასე რომ, სწორია, „ნაპოლის“ რომ გულშემატკივრობენ. ჩემი შვილების კუმირები? ისინი ბევრს საუბრობენ კვარაცხელიასა და ოსიმენზე. სასიამოვნოა, რომ მათ ასეთი კუმირები ჰყავთ“.

ლუჩანო სპალეტის ნაპოლიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია და დროის ამბავია.

რასაკვირველია აქტუალურია საკითხი, თუ ვინ შეცვლის 64 წლის სპეციალისტს. გუშინ „RAI“-ის ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ განაცხადა, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელი უკვე აირჩია – ჯან პიერო გასპერინი.

„დე ლაურენტისმა როგორც ჩანს, ახალ მწვრთნელად ჯან პიერო გასპერინი აირჩია – ორწლიანი კონტრაქტი და 4 მილიონი ევრო სეზონში. მომდევნო სეზონიდან გუნდის სათამაშო სქემა 3-4-3 იქნება. ბერგამოში კი გასპერინის ივან იურიჩი შეცვლის“,  – განაცხადა ჩირო ვენერატომ.

იტალიური გამოცემები მაინც აგრძელებენ სხვა ვარიანტების დასახელებასაც. დაიწერა, რომ ფავორიტი რაფაელ ბენიტესია, რომელთანაც თურმე დე ლაურენტისს კონტაქტი უკვე ჰქონია. ასევე ახსენეს იულიან ნაგელსმანი, ვინჩენცო იტალიანო, ანტონიო კონტე, მაქს ალეგრი, სერჟიო კონსეისაო და თვით დიეგო სიმეონეც კი.

აღსანიშნავია ის, რომ გასპერინის ნეაპოლელ ფანებთან წარსულში არაერთი ინციდენტი გადახდა თავს. ზემოხსენებული ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ კი ნაპოლის ტიფოზები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან გასპერინის საყვარელ გუნდში ხილვა არ სურთ.

ჯან პიერო გასპერინი 2014 წლიდან ბერგამოს „ატალანტაში“ მუშაობს და ძალიან წარმატებითაც. მანამდე მან სახელი „ჯენოაში“ გაითქვა, რომელიც ჯერ „სერია A“-ში დააბრუნა, მერე კი უეფას თასზე (დღევანდელი ევროპალიგა) გაიყვანა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გიორგი მამარდაშვილიხვიჩა კვარაცხელია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27 დეკემბერი, 2025
სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025

ყველაზე ლამაზი ქალები და ასტროლოგია

ნახატების ჰოროსკოპი

ყველა სიახლე

სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო