https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

    ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

    წყალქვეშა ნავმა ირანული საბრძოლო ხომალდი ჩაძირა- 100-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა

    ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

    “ცეცხლს წავუკიდებთ ნებისმიერ გემს…” – ირანის მუქარა

    ირანის რეჟიმის გარეშე მსოფლიო ცოტა უკეთესი გახდება – მერცი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ადამიანში შეცდომასა და ცუდზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას” _ აფხაზეთის ომის გმირი ახალგაზრდებს აფხაზეთის ნახვას უსურვებს

9:18; 25.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯანდრი უბირია, რომელიც 1993 წლის აგვისტოში, აფხაზეთის ომში, ნაღმზე აფეთქდა და ორივე კიდური დაკარგა, ომში გამოჩენილი მამაცობისთვის, დაჯილდოებულია მეორე ხარისხის ორდენით. ასევე, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით, ღირსების ორდენით.

იგი 1966 წელს აფხაზეთში დაიბადა, ოჩამჩირეში. საქართველოს ამ ძირძველი მხარის შვილია. დაამთავრა საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა არა ერთ თანამდებობაზე.

2015 წლიდან დღემდე კი არის სსიპ “ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” დირექტორის მოადგილე. ომის დროს იყო ოჩამჩირის ბატალიონის ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელი, ასეულის უფროსი. ცხოვრობს თბილისში.

ახალგაზრდა თაობას ძალიან აინტერესებს აფხაზეთის ომის ამბები. განსაკუთრებული ინტერესით ეცნობიან ცოცხალ გმირებს. ომის ამბების ნამდვილობის შესახებ, ენდობიან თვითმხილველებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, აფხაზეთის შვილს, ომის მონაწილეს, გმირს ჯანდრი უბირიას გავსაუბრებოდით.

_ რა არის თქვენთვის აფხაზეთი?

_ აფხაზეთი ჩემთვის ის ადგილია, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც დავიბადეთ, ვცხოვრობდით, შევიძინეთ მეგობრები, ვისწავლეთ ახლობლების სიყვარული; აქედან იწყება ჩვენთვის საქართველო.

_ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები?

_ არც ისე პატარა ვიყავი, ომი რომ დაიწყო, 23 წლის. ერთ ოჯახად ვცხოვრობდით ქართველები და აფხაზები, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ვმეგობრობდით, ვძმაკაცობდით, ნათესაური, მეზობლური ურთიერთობები გვქონდა. საქართველოს ფარგლებს გარეთ რომ გვენახა აფხაზი, არასოდეს დავტოვებდით უყურადღებოდ. 1989 წლამდე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა, ერთეული შემთხვევები იყო. არანაირი წინაპირობა ურთიერთობის გაფუჭებისა არ არსებობდა. აფხაზ ხალხზე ვერაფერს ვიტყვი, გარკვეულმა ჯგუფმა კი, ძალიან ცუდად იმუშავა.

_ გიფიქრიათ ბავშვობაში, რომ სამშობლოს დაიცავდით?

_ ჩემს ბავშვობაში ხშირად მესმოდა პალესტინის კონფლიქტის შესახებ, რომელიც ძალიან შორს იყო ჩვენგან. ომის შემდეგ ვიაზრებდი ამ ფაქტებს, აფხაზეთშიც იგივე მოხდა, რაც ასე უცხო იყო ჩვენთვის. არა, არ მიფიქრია ბავშვობაში, რომ სამშობლოს დავიცავდი, თუმცა, თითოეული ჩვენგანის ოჯახში განსაკუთრებულად ასწავლიდნენ სამშობლოს სიყვარულს.

_ ომის დროს მეორე მხარეს იყვნენ თუ არა თქვენი აფხაზი მეგობრები?

_ რა თქმა უნდა, იყვნენ. მე მათ სახელსა და გვარს არ დავასახელებ. 1992 წლის 14 აგვისტოს, მე, თენგო შონია და ემზარ გაბესკირია საკუთარი ქალაქის დასაცავად გავერთიანდით. მივხვდით, რომ მეორე მხარეს (აფხაზებთან) ჩვენი საუკეთესო მეგობარიც იყო…

 21 აგვისტო იყო, აფხაზები თავიანთ მხარეს არავის უშვებდნენ. შევუთვალეთ მეგობარს (ჩვენ მასთან ერთად უნდა წავსულიყავით დასასვენებლად, რადგან აგვისტო იყო), რომ მისი ნახვა გვინდოდა. 23 აგვისტოს გადავედით აფხაზების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისევ ერთად ვიყავით, მაგრამ უკანასკნელად. ვისაუბრეთ, რა შეგვეძლო, როგორ აგვერიდებინა ეს ძმათა მკვლელი ომი თავიდან. სუფრაც გაშალეს, მაგრამ ერთი ჭიქაც არ აგვიწევია არც ერთ ჩვენგანს. აფხაზმა მეგობარმა გვითხრა საშინელი რამ _ რომ ჩვეულებრივი ადამიანები ვერაფერს შევცვლით, მაგრამ უნდა გადავრჩენილიყავით. 1992 წლამდე კონფლიქტი უხუცესებმა დაარეგულირეს, ახლა კი ეს შეუძლებელიაო. მათაც არ იცოდნენ, ვინ იდგა ამ ყველაფრის სათავეში. აფხაზ მეგობრებთან ურთიერთობები გვქონდა ომის დროსაც, განსაკუთრებით, ტყვეების გაცვლის დროს. ომის შემდეგ რეაბილიტაციას გავდიოდი, ერევანში ორივე კიდურის პროთეზი უნდა გამეკეთებინა, ჩემი ძმა მახლდა, იქ აფხაზი მებრძოლი ვნახე, მას ერთი კიდური არ ჰქონდა და ჩემსავით ძმასთან ერთად იყო. თავიდან არ სურდა ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ ბოლოს მაინც ერთად შევიკრიბეთ ისე, როგორც ადრე ხდებოდა.

_ როდის ჩაერთეთ საომარ მოქმედებებში? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამის შემდეგ?

_ 1992 წლის ოქტომბრიდან ვიყავი ქალაქ ოჩამჩირის შენაერთში. პატარა ბატალიონი იყო, იარაღიც არ გვქონდა, ზოგი ერთლულიანი თოფით იყო, ზოგიც “გეკოთი”. ოქტომბრის ბოლოს, სრულად ვიყავით აღჭურვილები, ჩვენ აღმოსავლეთ ფრონტზე ვიბრძოდით. (ტერიტორია მოიცავდა სოფელ კინდღს, ქალაქ გალის ბოლომდე). ამ დროს ჩემი ბევრი მეგობარი დაიღუპა, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. ერთი ბატალიონი და შენაერთი სამტრედიიდან იყო. მტერმა დესანტი გადმოსხა, ბრძოლები ჩემს სახლთან ახლოს მიმდინარეობდა, მდინარე ღალიძგასთან (ქალაქი ოჩამჩირე). ტყვედ აფხაზი მებრძოლი ავიყვანე, დაჭრილი იყო, ჭრილობა გადავუხვიე და საავადმყოფოში წავაყვანინე ჩვენს მებრძოლებს. არასოდეს არ დაგვიმცირებია ტყვეები _ ისინი ხომ ჩვენი აფხაზი ძმები იყვნენ… ლაბრაში რვა ადამიანი ავიყვანეთ, იარაღი ჩამოვართვით, ხელი არ გვიხლია. იმ დღეს დაჭრილი აფხაზიც წამოვიყვანეთ, მივხედეთ. სიკვდილის შიში ყველა ადამიანს აქვს, მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი.

_ როდის დაიჭერით მძიმედ?

 _ ერთ-ერთი შეტაკების დროს, სოფელ ლაბრაში, ნაღმზე ავფეთქდი და ორივე კიდური დავკარგე. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამწერეს, მკურნალობის კურსი 15 აგვისტოს დავასრულე. 16 აგვისტოს ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემს ეზოში ნაღმი ჩამოვარდნილიყო. იქ იყვნენ ჩემი მშობლები, თუმცა, ვერავის ვუკავშირდებოდი. ბოლოს, შტაბში მოვახერხე ფოსტიდან დარეკვა. ჩემი ძმა უკან გაბრუნდა, რათა მშობლები წამოეყვანა. ჯერ დედაჩემი და მეზობლის ქალები გამოიყვანა ქალაქ გალამდე. მამაჩემმა უთხრა, რომ ქალების გაყვანის შემდეგ წამოვიდოდა. ჩემს ძმას უფიქრია, ძალით ხომ არ წავიყვანოო. 30 აგვისტოს თენგიზ კიტოვანი (საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი. ავტ.) სოფელ აჩიგვარაში იყო. ვიფიქრეთ, რომ მამა მებრძოლებმა შეიფარეს. როგორც შემდეგ გავიგეთ, ის 30 აგვისტოს დახვრიტეს. დიდხანს ვარკვევდი, ვინ მოკლა. ისეთი დაჯგუფება ყოფილა, არავის არჩევდნენ. მამაჩემს სახლში არ შეუშვია მტერი და ნაჯახით გამოჰკიდებია მათ. ის ჩვენს ეზოშივე მოკლეს. დედაჩემი არ მაძლევდა უფლებას, მამაჩემი რომ გადმომესვენებინა. სულ მეკითხებოდა, ხომ დავბრუნდებითო. დედა 3 წლის წინ გარდაიცვალა, მამაჩემი 21 წლის შემდეგ გადმოვასვენე და დედასთან ერთად დავკრძალე. გინდა, არ გინდა, ცხოვრება წინ მიდის… ომში ზოგს ძმა დაუხვრიტეს, ზოგს სამი-ოთხი წევრი დაეღუპა, ზოგიც გადარჩა. ამ წლების განმავლობაში უამრავი ქართველი გადმოვასვენე აფხაზეთიდან.

_ წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

_ ხშირად ვფიქრობდი, დაჭრილიც რომ ვიყავი, რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. როცა კონფლიქტი დაიწყო, დედაჩემმა მითხრა, პეტერბურგში დავრჩენილიყავი. ვერ დავტოვე ოჯახი. არასოდეს დამავიწყდება დედის ღიმილიანი სახე, ის შინაგანად ჩემი წასვლისთვის მზად არ იყო. არ ვნანობ არაფერს, ისევ ამ გზას გამოვივლიდი და სიკეთისკენ მეტად გადავიხრებოდი.

_  ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

_ გარემო, სამეზობლო, სანათესაო, ურთიერთობები, საზოგადოება, უფროსი თაობა, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩემი ქალაქი მენატრება. დილით, შუადღისას, საღამოს ერთმანეთის დანახვა გვიხაროდა. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ურთიერთობები აღარ არის.

_ თქვენ, თანამედროვე გმირი, რას ეტყვით ახალგაზრდობას?

_ ადამიანში შეცდომასა და ცუდზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას. ეცადეთ, ერთმანეთში კარგი აღმოაჩინოთ. ნასწავლი და განათლებული თაობა ამ ქვეყნის ხვალინდელი დღეა. მშვიდობიან და ერთიან საქართველოში გეცხოვროთ. მინდა, იხილოთ აფხაზეთი! ამ ტკივილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდეთ! გახსოვდეთ, ბევრი გმირი უძეგლოდ დაიკარგა, ბევრი ხეიბრად იქცა, ბევრიც გადარჩა! აუცილებელია სწორი შეფასება ამ მოვლენებისა. სიახლეებისკენ სწრაფვა მიზნად აქციეთ, მაგრამ არ დაივიწყოთ ჩვენი ადათები, წესები, ეს ქვეყანა ამან გადაარჩინა!

მარიამ ქარჩავა

ჯანდრი უბირია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულ მასწავლებელს ემშვიდობება

21:44; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:45; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა- რა ინფორმაცია ვრცელდება

15:42; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

ვის ჩაერიცხა მერიისგან 10 000 ლარი

13:20; 4 მარტი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

13:03; 4 მარტი, 2026

"მაისი მიილია და ყანები აქა-იქ არის დათესილი" _ რა მდგომარეობაა საყანე ფართობებში

“არ მჭირდება აქ იმპერიის დედაქლაქის სახელი!“ _ მოსკოვის ქუჩა ოზურგეთში

ყველა სიახლე

მთავარი

რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

21:55; 4.03.2026
საზოგადოება

ჩოხატაურის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულ მასწავლებელს ემშვიდობება

21:44; 4.03.2026
სამართალი

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე ავტოკატასტროფაში მოჰყვა

21:35; 4.03.2026
სპორტი

საბა ტაკიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

20:47; 4.03.2026
სამართალი

გაზის ღუმელის აფეთქების შედეგად, მამაკაცი დაიწვა და მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა

19:13; 4.03.2026
სამართალი

ტრაილერის მძღოლი, რომელსაც 298 კგ “ჰეროინის” შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა

18:50; 4.03.2026
ფინანსები

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს ახალგაზრდებისთვის 100-მდე მონაწილე დაესწრო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:05; 4.03.2026
სამართალი

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

17:56; 4.03.2026
ფინანსები

მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში, ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით

17:40; 4.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

17:28; 4.03.2026
მსოფლიო

თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

17:01; 4.03.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

16:53; 4.03.2026
პოლიტიკა

DRI: კანონში გათვალისწინებული ცვლილებები ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ტოტალური სამართლებრივი კონტროლისა და რეპრესიულ მექანიზმს

16:46; 4.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:45; 4.03.2026
მსოფლიო

ლიბიის სანაპიროსთან რუსულ თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა

16:33; 4.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო