https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მაისი მიილია და ყანები აქა-იქ არის დათესილი” _ რა მდგომარეობაა საყანე ფართობებში

9:20; 25.05.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გურიაში ხვნა-თესვის სეზონია და დაუხნავი ფართობების დამუშავება უკვე დაგვიანების სტადიაშიც გადავიდა. ამ დროისთვის ოზურგეთში, სახნავ-სათეს ფართობებში, როგორც არასდროს, ისეთი პასიურობაა.

გურულების სამიოდე წლის წინანდელი მწარე ხუმრობა: “მიწა სასვენიაზე გაუშვესო”, უფრო განმტკიცდა.

“სასვენიაზე გაუშვეს სახნავ-სათესი მიწები. კიდევ ორიოდე წელი თუ დაასვენებენ და არ დაითესება, უკვე გაუვალი ბარდ-ბუჩქნარი იქნება. ტურები მომრავლდება ისევ”… _ ამბობენ გურულები და მერე კი კითხვებს სვამენ:

_ იკითხა ვინმემ, რაა რეალური მიზეზი? მართლა ასე გაზარმაცდა დედაბუდიანად ყველა თუ არსებობს სერიოზული მიზეზი, რატომ არის ყოველ მომდევნო წელს უფრო უარესი მდგომარეობა? რატომ ვერ ხნავს და თესავს ხალხი კუთვნილ საყანე ფართობებს? _ შემდეგ კი რეალურ პასუხს ითხოვენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახნავ-სათესი მიწა 4 500 ჰა ფართობს მოიცავს. გასულ წელს 1 500 ჰა-მდე ფართობი დაითესა. დიდი ალბათობით, საკმაოდ ნაკლები დაითესება წელს. ამის თქმის საფუძველს, არა ერთ სოფელში არსებული მდგომარეობა იძლევა.

“გურია ნიუსი” ეწვია რამდენიმე სოფელს, ესაუბრა კომპეტენტურ პირებს, მეურნეებს, სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებს.

სოფელ ჭანიეთში, დღეის მდგომარეობით, ხუთიოდე ოჯახს თუ აქვს საყანე ფართობი დათესილი. რამდენიმე წლის წინ კი, სამასამდე კომლიდან, ორასზე მეტი თესავდა. ეს არის არც ისე დიდი ხნის წინანდელი რეალობა.

_ საქმე იმაშია, რომ ხალხს მეტად გაუჭირდა. საყანე ფართობები შესაღობია. ძვირია მასალა, რითაც უნდა შეიღობოს. გლეხკაცს, თუნდაც 2 000 კვ.მ. მიწის ფართობის შემოღობვა, იმდენად ძვირი უჯდება, რომ შემდეგ კიდევ დახვა-დათესვაზე ფიქრიც აღარ სურს და იძულებით ტოვებს დაუთესავს, _ ამბობს აგრონომი, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი ელდარ თავაძე.

_ ჯერ ერთი, შეუღობავია თითქმის, მთელი მასივები. ძველი ღობეები გაფუჭდა. პირველად 90-იან წლებში დაიწყო ხალხმა საკუთარი ფართობების შემოღობვა. როცა პრივატიზაციის შემდგომ მიწა საკუთრებაში გადასცეს. მას შემდეგ არ შეღობილა. დაძველდა, დაიჟანგა და გაცვდა მავთულები და ღობეებიც მთლიანად გაფუჭდა. გარდა ამისა, დღეს საწვავი ისევ ძვირდება. აქედან გამომდინარე, დახვნა-დათესვაც გაძვირებულია. ტრაქტორისტები, წლების წინ, ხალხს ნისიად ემსახურებოდნენ. ახლა მსგავსს ვერ გაიგებ. კი მინდა, დავთესო, მაგრამ როგორ? როგორ გგონიათ, 4-5 ლარის გადახდა მირჩევნია ერთ კილოგრამ სიმინდის ფქვილში? _ ამბობს ჭანიეთის მკვიდრი მზია ქავთარაძე.

სოფელ გურიანთაში, ადგილობრივების საკუთრებაშია 40 ჰა-ზე მეტი სახნავ-სათესი მიწა. მათ ლეკიანშიც აქვთ საყანე ფართობები.

_ გურიანთას რომ სოფელში ფართობი აქვს, ასეთი ნოყიერი, ძალიან კარგი საყანე მიწა, ნაკლებად არის სადმე. დღეს დაუთესავია. რაღაც სიზარმაცეც არის. როგორ ვერ უნდა მოახერხოს ვერავინ, რომ ყანა დათესოს? კი, ბატონო, გასაჭირია, მაგრამ ხუთ ლარს რომ იხდიან ერთ კილოგრამ ფქვილში, დავიჯერო, ეს ურჩევნიათ? ადამიანმაც უნდა მოინდომოს, რომ სეზონზე მოსავალი მოიწიოს. თუ არადა, გაცილებით ბევრის დახარჯვა მოუწევთ, _ ამბობს სოფელ გურიანთის მკვიდრი, აგრონომი აკაკი ღლონტი.

_ წლევანდელ სეზონზე, ათასი კვ.მ. მიწის დახვნა-დათესვა 70-80 ლარი ღირს. მუშახელი თუ დაიქირავა, დღიურად, სულ ცოტა, 50 ლარი მაინც უნდა გადაუხადოს. ცალკე თემაა გაძვირებული საწვავი. შემდეგ კი მოსავლის აღება. ამ ყველაფერს, რომ ვიანგარიშეთ ოჯახში, თითქმის, 400 ლარი დასჭირდა. ამდენივე თანხით კი უფრო მეტ სიმინდს ვიყიდით სეზონზე, ვიდრე მოვიწევთ. ამიტომ არ ღირს შრომა. როცა თვითღირებულება საკმაოდ მეტია ღირებულებაზე, რატომ უნდა ვიწვალოთ? თორემ ჩემი მამა-პაპა შრომით ირჩენდა თავს. ყანაში ჩასვლა გვიხაროდა, რადგან, უხვ მოსავალს ვიწევდით, _ გვეუბნება სოფელ შემოქმედის მკვიდრი შორენა სიმონიშვილი.

_ როგორც შარშან იყო, მეათედიც არ დათესილა საყანე ფართობების, ისე იქნება წელსაც. საწვავის გარდა, სასუქის ფასებიც ნახეთ… ყველანაირად ყელში აქვს ადამიანს წაჭერილი. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ სოფელში, სოფლის პირობებში მცხოვრებ და მყოფ ადამიანს არ აქვს ყანის დათესვის ფუფუნება! დიახ, დღეს უკვე ეს ფუფუნებაა, თუკი შეძლებ! ასეთ მდგომარეობამდე მივედით, _ ამბობს სოფელ ლიხაურის მკვიდრი ზურაბ ვასაძე.

ჩვენ არა ერთ სოფლის მკვიდრს გავესაუბრეთ და ძირითადად, ყველგან ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრობენ _ ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელია სახნავი ტექნიკის სიმცირე, საწვავის და სასუქის სიძვირე, უფრო და უფრო მეტი ფართობია შეუღობავი, გადინებულია მუშახელი. აქედან გამომდინარე, ფულიც რომ იშოვონ ერთჯერადად, დათესვას აზრი არ აქვს, რადგან თვითღირებულება ბევრად მეტია ღირებულებაზე და სასაცილოა, ტყუილად შრომის წყალში გადაყრა.

ამ ეტაპზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შედარებით აქტიურად ხდება ყანების დახვნა და დათესვა სოფლებში: ნაღობილევში, ნაგომარში, შემოქმედში, ჯუმათსა და ლეკიანის ფართობში.

რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, რომ სოფელში ხალხმა შეძლოს საყანე ფართობების ჯერ შეღობვა, ამ უპირველესი პრობლემის გადაჭრა. შემდეგ კი დათესვა. ხალხი ამბობს, რომ მეტად უნდა იაქტიურონ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა:

_ რაღაც უნდა მოვიფიქროთ ერთად. ხომ ყველა ხედავს, რომ ყოველ წელს უკან მიდის საქმე? თუ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, უკეთაა ყველაფერი, მაშინ ერთი კილოგრამი სიმინდის ფქვილი 4-5 ლარი არ ეღირება. ადამიანს ურჩევნია, რომ ხანდახან იყიდოს და გადაიხადოს ძვირი ფასი. თუ არადა, საერთოდ არ იყიდოს.

_ პური ან პურის ფქვილი ხომ იქნება? იმას ვიყიდით, აბა, რა ვქნათ? _ ამბობენ ისინი.

შედარებით იმედიანად საუბრობს სოფელ შემოქმედის მკვიდრი ბესო ლომინაძე. ის ამბობს, რომ ლეკიანში აქვთ ფართობები, ნაწილობრივ დახნულია. ტრაქტორი თვითონვე შეიძინა და არ აქვს პრობლემა.

_ მთავარია, ცოტა ამინდმა შეგვიწყოს ხელი. ხვნა-თესვის დროს, თანხა, უმეტესად, არასდროს არ აქვს ხალხს. თუმცა, ვახერხებთ და დაუხნავს არ ვტოვებთ. ერთმანეთს ვეხმარებით, ნისიად ვამუშავებთ და შემდეგ ვალს ვისტუმრებთ. მთავარია, ვიყოთ კარგად, _ ამბობს ბესო ლომინაძე.

საყანე ფართობების მფლობელი სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ იქნებ, სამომავლოდ მაინც მოხერხდეს სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხის, საყანე ფართობების შესაღობად გადამისამართება.

_ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული თანხა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად არის განსაზღვრული. თუმცა, თუ კონკრეტულად სოფლის მცხოვრებთა სრული შემადგენლობა ისურვებს, ასე ვთქვათ, გადამისამართებას, შესაძლოა, ამის თაობაზე თავად მიმართონ განცხადებით მუნიციპალიტეტის მერიას თუ საკრებულოს, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

აკაკი ღლონტი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17 სექტემბერი, 2026

“არ მჭირდება აქ იმპერიის დედაქლაქის სახელი!“ _ მოსკოვის ქუჩა ოზურგეთში

"ძალადობის შემთხვევებზე ქალთა მხრიდან მიმართვიანობა გაიზარდა"

ყველა სიახლე

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026
საზოგადოება

ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება – პროფესორის გაფრთხილება

13:20; 17.09.2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

12:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17.09.2026
საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

11:27; 17.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:07; 17.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

11:01; 17.09.2026
სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

10:13; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო