რუსულ მოხალისეთა კორპუსის (РДК) წარმომადგენლები Telegram არხზე ვიდეოს აქვყნებს, სადაც ამბობენ, რომ კვლავ შეიჭრნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ვიდეოში ფონად ჩანს რუსეთის ფოსტა.
,,აბა, მეგობრებო! რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა ისევ შეუძლებელი შეძლო. დავუბრუნდით სამშობლოს! მტკიცებულებას ჩემ უკან ხედავთ. კიდევ ერთხელ შევაღწიეთ რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლით, ან უჩუმრად. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა.
რა თქმა უნდა, ამჯერად არავის სჭირდება მტკიცება, რომ ჩვენი ვიდეო გადავიღეთ არა კიევის რეგიონში, არამედ სამშობლოში. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ვიდეოები ჩვენი კარგი ტრადიცია გავხადოთ! დიდება RDK-ს!“ – ამბობენ ვიდეოში.
РДК კრემლს მომდევნო მოქმედებებისთვის აფრთხილებს:
“დაგველოდეთ, თქვენს ქალაქშიც მოვალთ!”
რუსულ მოხალისეთა კორპუსის, ამჟამინდელი ადგილმდებარეობა და ვიდეოს ჩაწერის ზუსტი ადგილი უცნობია.
ცნობისთვის, 22 მაისს ,,რუსულ მოხალისეთა კორპუსმა“ და ,,ლეგიონი თავისუფალი რუსეთმა“ რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.
რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ.
22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში “კონტრტერორისტული ოპერაცია” გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.
ორივე რუსული ლეგონი უკრაინაში, უკრაინის მხარეს იბრძვის.
ავტორი