ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი