“გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ზურაბიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა, რომ “ქართულ ოცნებას” სერგეი ლავროვის ოჯახის ჩამოსვლაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.