ვერძი
ვერძს ზოგადად შეუძლია რაიმე კონკრეტული ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა. მით უმეტეს, თუ ეს საიდუმლო თავად მას ეხება. მაგრამ, იმის გამო, რომ ვერძი ძალიან იმპულსური და ფეთქებადია, კამათის, გაბრაზების შემთხვევაში ისე შეიძლება გაამჟღავნოს ყველა ინფორმაცია, რომ საერთოდ არ იგრძნოს არანაირი პასუხისმგებლობა. ამას კონფლიქტში გამარჯვების მოსაპოვებლად გააკეთებს. ასევე, თუ კამათში წააგო, შეუძლია შური იმით იძიოს, რომ თქვენი საიდუმლო ხმამაღლა თქვას და ამით ეცადოს, ჩრდილი მოგაყენოთ.
კურო
კუროს უყვარს, როცა უყვართ, ხოლო მას შეუძლია საიდუმლოს გამჟღავნება მაშინ, როცა საპირისპირო სქესს დაუახლოვდება და მის მიმართ გრძნობები გაუჩნდება. ფლირტისა და სიმპათიის მომენტში კურო იმდენად დარწმუნებულია ადამიანის არჩევანში, რომ არც კი ფიქრობს, რომ თითქმის უცნობთან ჭორაობს. ამრიგად, გარანტირებულია „ინფორმაციის გაჟონვა“ სრულიად უცნობი მიმართულებით.
ტყუპები
ტყუპებს მერყევი ხასიათი აქვთ და საიდუმლოს შენახვა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევით. მათ შეუძლიათ სიმართლე იარაღად აქციონ. თუმცა, აქვთ უნარი, ამბავს მათთვის საინტერესო და საჭირო კუთხე უპოვნონ და ისე მოყვნენ. იმის გამო, რომ მათ მერყევი ხასიათი აქვთ და ზოგჯერ არასტაბილური ურთიერთობებიც, ასტროლოგები ამბობენ, რომ მათ მაინცდამაინც კარგად არ გამოსდით საიდუმლოს შენახვა.
ავტორი