კახოვკის ჰიდროელექტროსადგური (ჰესი) რუსულმა ძალებმა ააფეთქეს,_ UKRINFORM-ის ინფორმაციით, იუწყება ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.
“კახოვკის ჰესი რუსმა საოკუპაციო ძალებმა ააფეთქეს. ამჟამად დგინდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო უბნები. მუშაობს ყველა სერვისი. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასობაში ხერსონის სოციალურ ქსელში კახოვკა ჰესის განადგურების ვიდეო გავრცელდა.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა გასული წლის 24 თებერვალს აიღეს ჩრდილოეთ ყირიმის არხის ძირითადი ნაგებობა და კახოვკა ჰესი.