ბათუმში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალები ახალგაზრდა კაცს დაეცა. შემთხვევა მამია ვარშანიძის ქუჩის მიმდებარედ, ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მაუწყებელს თვითმხილველები უყვებიან, რომ მოქალაქეს 30-მდე არმატურა დაეცა.
კაცი ბათუმის სამედიცინო ცენტრი გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“პაციენტის ჰერმოდინამიკა სტაბილურია. ჩაუტარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ფიქსირდება დიდი წვივის ძვლის მოტეხილობა”, – გვითხრეს კლინიკაში.
უცნობია, იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული.