გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული კ.ბ. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 35 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს,_ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.