კურო
მოსალოდნელია წარმატება კარიერაში, – ზოგიერთს ახალი თანამდებობის დაკავება, ახალ სამსახურში გადასვლა ელის. მაგრამ საკუთარ თავსაც უნდა გაუფრთხილდეთ, ქრონიკული გადაღლილობისა და გაღიზიანებისგან გათავისუფლდეთ.
ტყუპი
ენერგიული და მიზანდასახული ხართ; კონკურენტების დამარცხებას და გამარჯვებას შეძლებთ. მოიცილეთ უსიამოვნო ფიქრები და შიშები. არავის გაუმხილოთ საკუთარი გეგმები და იდეები.
კირჩხიბი
ლომი
რაც უფრო მეტად მეგობრული და მხიარული იქნებით საქმიანი პარტნიორებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ მით უკეთესი თქვენთვის.
ქალწული
საქმეების გამო დღე ისე გაირბენს, რომ დასვენებასაც ვერ მოახერხებთ. საღამოს კარგი იქნება მასაჟი, არომატული აბაზანის მიღება და დროულად დაძინება.
სასწორი
ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. ეცადეთ, არ ჩაერიოთ დისკუსიებში და ნაკლები ხალხი ჩახედოთ თქვენს საქმეში. ისე მოიქეცით როგორც თავად გსურთ და არა ისე, როგორც გარშემო მყოფები მოითხოვენ.
მორიელი
დღეს ზოგს სიტყვით გამოსვლა მოუწევს, ზოგს – საქმიანი შეხვედრა ელის. არ გამოაკლდეთ წვეულებას, სადაც შეიძლება სასიამოვნო ადამიანები, მომავალი საქმიანი და სასიყვარული პარტნიორები გაიცნოთ.
მშვილდოსანი
ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას დამოუკიდებლად, სხვათა დახმარების გარეშე შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
ეცადეთ, დღეს არაფერი წამოგცდეთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად პირველი ნაბიჯი თავად უნდა გადადგათ.
მერწყული
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მოერიდეთ დროის უაზროდ ფლანგვას, ჭორაობას და ყველაფერს მოასწრებთ.
თევზები
არ გასცეთ საიდუმლოებები. იმას, რასაც დღეს გაიგონებთ, ან გაგანდობენ, არავის გაუმხილოთ. ნუ იქნებით სასიყვარული პარტნიორის მიმართ ზედმეტად კრიტიკული. უმჯობესია, საკუთარი მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.