ასტროლოგებმა გამოყვეს რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ოჯახსა და ურთიერთობებზე არიან ორიენტირებულნი. გარდა ამისა, აქვთ განსაკუთრებული მიმზიდველობა და უამრავი ადამიანის გულის მოგება შეუძლიათ.
პირველ ადგილზე კირჩხიბი ქალები არიან
უყვართ ბავშვები, მზად არიან, ოჯახში სიმშვიდე და კომფორტი შექმნან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული გოგონები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ისინი ყოველთვის თანაუგრძნობენ, დარდობენ სხვების გასაჭირზე და დახმარებას ცდილობენ. შესანიშნავი თანამოსაუბრეები არიან, რომლებიც პარტნიორს მხარს დაუჭერენ და მოუსმენენ. არიან ძალიან ერთგულები, მათთვის მნიშვნელოვანია სითბოს, კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ზოგჯერ ზედმეტად აქცევენ გარკვეულ დეტალებს ყურადღებას, მათთან ყოველთვის სასიამოვნო გარემო იქნება და გულწრფელი ემოციებიც არსად გაქრება.
კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ვარსკვლავები: ლინდსი ლოჰანი, სელენა გომესი, მარგო რობი, ევა გრინი და სხვები.
მეორე ადგილზე კი სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები არიან
ისინი ჰაეროვანი, სასიამოვნო ადამიანები არიან. უყვართ ესთეტიკა, სილამაზე, ჰარმონია. საკუთარ თავსაც დიდ დროს უთმობენ და ზრუნავენ. შეუდარებელი გემოვნებით არიან დაჯილდოებულნი, ესმით ხელოვნების, ლიტერატურისა და მუსიკის. არიან დიპლომატები და ცდილობენ, კონფლიქტები ჩხუბის გარეშე მოაგვარონ. მამაკაცებს მათთან ურთიერთობა არ უჭირთ, რადგანაც სასწორი ქალები კონტროლსა და ანგარიშის ჩაბარებას არ ითხოვენ. შეუძლიათ კომპრომისზე წასვლა. არ უყვართ აჩქარება, ამიტომაც იმპულსურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ.
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარსკვლავები: კიმ კარდაშიანი, ქეით უინსლეტი, გვინეტ პელტროუ, ჰილარი დაფი, მონიკა ბელუჩი და სხვები.
ავტორი