კანადამ გადაწყვიტა სანქციების დაწესება 24 ფიზიკურ და 17 სუბიექტზე, მათ შორის უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე, _ იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS.
უკრაინა, გარდა ყოფილი პრეზიდენტისა, ბლოგერ იური პოდოლიაკას და დონეცკისა და ხერსონის არაღიარებული ოლქების ოფიციალურ პირებს, დანილ ბესონოვსა და ალექსანდრე კუზმენკოს, ადანაშაულებს “კულტურული ობიექტების და უკრაინული კულტურის ქურდობასა და განადგურებაში”.
სანქცირებულია აგრეთვე ყირიმის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებიც რჩებიან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაა.