“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სერხიო რამოსის დამატებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Canal Plus-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “პარტენოპეი” ესპანელ მცველთან მოლაპარაკებებს იანვრის თვიდან აწარმოებს, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის სურვილის გამო, დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროვდა.
ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა აღნიშნული ტრანსფერი, მოგეხსენებათ, რამოსს წინადადებები საუდის არაბეთიდანაც აქვს.
შეგახსენებთ, რამოსმა “პარი სენ ჟერმენი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
წყარო: sportall.ge