ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრამდე სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხი იწმინდება,_ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება; შედეგად, 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, სამუშაოებს შპს “საქართველოს მილიორაცია” აწარმოებს და რიონის მარცხენა სანაპიროსა და დამშრობ მასივზე სამუშაოები ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.