ქართველ ქალზე დაქორწინებული თურქი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა თურქეთში, აზიზიეს რაონის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, 47 წლის აბდულა ავჯის სასიკვდილო ჭრილობა ცულით აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გარდაცვლილის მეუღლე დააკავა. ის საქართველოს მოქალაქეა. გარდა ამისა, დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარიც, რომელიც ასევე აგარაკზე იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯერ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს, შემდეგ კი სამმართველოში.