რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევას პროგრესისთვის არ მიუღწევია.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ომის ბლოგერებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების უკან უკრაინა დგას.
“კახოვკის კაშხალზე დარტყმის უკან უკრაინა დგას. გარდა ამისა, უკრაინის კონტრშეტევის დროს რუსეთმა დაკარგა 54 ტანკი, უკრაინამ კი 160. უკრაინის დანაკარგები უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის”,_ განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, უკრაინა ამტკიცებს, რომ კახოვკის კაშხალი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ააფეთქეს.
BBC-ის ცნობით, არც ერთი ეს პრეტენზია ამ დრომდე არ არის გადამოწმებული.