უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში.
ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძიც.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ადგილზე უკვე იმყოფებიან ენერგო პროს წარმომადგენლებიც. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ადგილზე სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.
დატბორილია სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი.