მეხუთეკლასელი ანამარია ბაბუნაშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
სკოლის წინ დახატული ამ გულით გამოემშიდობა სკოლა საყვარელ მოსწავლეს.
გეგუთში დატრიალებული უბედურების შესახებ სოციალურ ქსელში წერენ გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები.
“...რატომ არ შეიძლება, რომ შეგვეძლოს, ამოვიყვანოთ ანა-მარიას სიცოცხლე, როგორც პატარა მფეთქავი ჩიტი, ჩავისვათ მუჭში, მივუყვანოთ უფალს და ვუთხრათ: ღმერთო, დაუტოვე ის დედამიწას. მან ხომ ჯერ ვერ მოასწრო ცხოვრების ყველა მძიმე და მსუბუქი კარი შეეღო, ყველა ნიავს და ქარიშხალს გამკლავებოდა, ყველა სიტკბო და სიმწარე ეგემა!..
ამბობენ: ადამიანი ქვააო, თუმცა, ქვაც იბზარება და იშლება…
ეს რა ჯოჯოხეთია, ღმერთო, გევედრები, შეცვალე სიკვდილის წესი და მშობლებს შვილების სიკვდილს ნუღარასოდეს აჩვენებ…” – წერს სოციალურ ქსელში მაგუ ჭეიშვილი.