დააკავეს პირი, რომელმაც წალკაში მიუსაფარი ძაღლი მოკლა. ინფორმაციას “მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე ძაღლს ავტომობილიდან რამდენჯერმე ესვრის, შედეგ მანქანიდან გადმოდის და სავარაუდოდ, ცხოველს ისევ ესვრის.