დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამი იპოვეს. გოგონა უკვე მშობლებთანაა.
11 წლის მარიამის ძებნა ოჯახმა საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო, უშედეგო ძებნის შემდეგ საქმეში პოლიცია და მაშველები ჩაერთნენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო თბილისის თითქმის ყველა უბანი. ადამიანები სხვადასხვა ქუჩებიდან და რაიონებიდან შეუერთდნენ მაშველებს.
არასრულწლოვანი დიღმის მცხოვრებლებმა ლადო ზუხბაიამ და ვასკა ბეგლარაშვილმა იპოვეს.
თვითმხილველის თქმით, ბიჭმა ძაღლის სახლში ბავშვის ფეხები დაინახა და საშველად მეგობარს უხმო. იქვე ახლოს იყვნენ სამართალდამცველები. რომლებმაც გოგონა უვნებელი გამოიყვანეს და ოჯახს დაუბრუნეს.
“პრაიმტაიმი”