ომის დროს რეფორმების გატარება უაღრესად რთული ამოცანაა, მაგრამ ეს არის უკრაინის აღსადგენად საჭირო ინვესტიციების მოზიდვის გასაღები,_ ამის შესახებ უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მელინდა სიმონსმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინსკა პრავდას ბლოგპოსტში, იუწყება Ukrinform.
ბრიტანეთის ელჩმა გამოცემასთან მოიყვანა მსოფლიო ბანკის შეფასება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის აღდგენის ღირებულებამ უკვე გადააჭარბა 411 მილიარდ დოლარს და ყოველდღიურად იზრდება.
“უკრაინის აღდგენა ერთ-ერთ ყველაზე ამბიციური და ძვირადღირებული პროექტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მისი წარმატებით განხორციელებისთვის უკრაინას დასჭირდება თანამშრომლობა არა მხოლოდ სხვა მთავრობებთან, არამედ ბიზნესთანაც. მხოლოდ კერძო სექტორს შეუძლია ინვესტიციების მობილიზება იმ მასშტაბით, რაც საჭიროა უკრაინის აღდგენის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები და შევქმნათ პირობები კერძო სექტორის ფართომასშტაბიანი ინვესტიციებისთვის, რათა აღვადგინოთ ის, რაც განადგურდა”,_ ამბობს სიმსონი.