წელს ჩოხატაურში სააღმზრდელო პროცესს 160 აღსაზრდელი ასრულებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ა(ა) იპ ჩოხატაურის მუნიცოპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” ხელმძღვანელმა, ნინო ბარამიძემ განუცხადა.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესს, როგორც ბარამიძემ გვითხრა, განცხადებების მიღება 1 ივლისიდან იწყება და 5 აგვისტოს დასრულედება, რეგიტრაციის პროცესში კი ცვლილებები არ შესულა.
“რეგისტრაცია მიმდინარეობს ისევ ისე, განცხადებები მშობლებს შემოაქვთ”,_ გვითხრა ბარამიძემ.