რუსული ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია რომ კადიროვის ქვედანაყოფები როსტოვში შედიან. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ავტომანქანის სანომრე ნიშანზე წარწერა “ახმატ”.
“ახმატი” ჩეჩნური ქვედანაყოფია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, პრიგიჟინის დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაჯგუფება ვაგნერი როსტოვს აკონტროლებს, მათ შორის, ყველა სამხედრო ობიექტს, აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს.