ნაქირავები ბინიდან სარეცხის მანქანა მოიპარეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, სამმა ახალგაზრდამ სარეცხის მანქანა მოიპარა. მისამართზე ტაქსი გამოიძახეს და სარეცხის მანქანა ტაქსით წაიღეს, გზაში კი მძღოლს საფულე მოპარეს. ტაქსისტმა ბიჭები ერთ-ერთ ლომბარდთან დატოვა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა რომ საფულე არ ჰქონდა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა, გატარებული ოპერატიული სამუშაოების შედეგად, სამივე ახალგაზრდა ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარე მიმდინარეობს გამოძიება.