ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე, მოზარდი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, 15 წლის მათე ლაღაძე მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო, რა დროსაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
გარდაცვლილი სპორტსმენია, ის ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ქუთაისის” 15 წლამდე ასაკობრივი გუნდის წევრი იყო.
წყარო: mtavari arkhi