დენდროლოგიური პარკი მიზიდულობის ცენტრად იქცა და ამის გაუფასურება სურთ,_ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
,,თავისთავად, ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ეს ხომ არ არის პირველი საქველმოქმედო ხასიათის პროექტი, საბოლოოდ, ჩვენს ქვეყანას ხმარდება. ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, მათ შორის, ქონების გადაცემის საკითხს. ეს პარკი, ჯერ კიდევ, შექმნის პროცესში არის. ის თავის დროზე გადაეცემა ისევ სახელმწიფოს, როგორც ეს თავიდანვე იყო გაცხადებული. მთავარია, რომ გაცხადებული მიზანი რაც არის, ამ დენდროლოგიური პარკის შექმნა, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. თქვენი რეპორტაჟებიდანაც გავიგეთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ პარკის ექსპონატებით შევსება. მნიშვნელოვანია, რომ 3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გასწია ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის სწორედ რაც, მე მგონი, თქვენც უნდა აღნიშნოთ, რომ ასეთი დიდი საქმეები კეთდება მისი მხრიდან უამრავი. როდესაც ხდება მცდელობა მედიის მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ეჭვი, დაბნეულობა და კონსპირაციები შექმნან ეს არის ამ კამპანიის ნაწილი,’’ – განაცხადა პაპუაშვილმა.