რუსთავში, მტკვარში მოზარდს ეძებენ.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდები საბანაოდ შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, საღამოს 6 საათისკენ ერთ-ერთი ბიჭი მდინარეში გაუჩინარდა.
ადგილზე მობილიზებულები არის სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცველების რამდენიმე რამდენიმე ეკიპაჟი.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.