29 ივნისს რუსეთის არმიამ ხერსონის რაიონს 72-ჯერ შეუტია, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა ინფორმაცია Telegram-ზე გაავრცელა.
„გასული დღის განმავლობაში მტერმა 72 შეტევა განახორციელა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, „გრადის“ და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 434 ჭურვი ისროლა. ქალაქ ხერსონის მიმართლებით რვა ჭურვი გაისროლა“, – განაცხადა მან.