უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ავიაკომპანია Georgian Airways-ის 10 წლის ვადით სანქციები დაუწესა, რომელმაც პირდაპირი ფრენები რუსეთთან განაახლა. ინფორმაციას Ekho Kavkaza ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას და ა.შ. .
ასევე ავიაკომპანიის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის მიმართ პერსონალური სანქციებიც დაწესდა.
ახალი სანქციები დაწესდა 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირზე, მათ შორის რუსული ქარხნებისა და კომპანიების წინააღმდეგ.
მანამდე უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NAPC) პორტალზე „ომი და სანქციები“ გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინა ავიაკომპანია Georgian Airways-ზე საერთაშორისო სანქციების გავრცელებას სთავაზობს. ვებგვერდზე ნათქვამია, რომ „ჯორჯიან ეარვეისის საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებასა და გამარტივებას, მათ შორის საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლით ახალი სქემების შექმნის რისკებს და რუსეთის ინტეგრაციის გაზრდას.
ავტორი