„გუშინ ყველამ იხილა მიშას კადრები, რასაც მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვუხდი მადლობას ჩვენი პარტიის სახელით პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელებს, რომ მათ მიიღეს ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება – საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან,“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
„პრეზიდენტ ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში გვერდიდან, შეიძლება ასე ითქვას, აკვირდებოდა საქართველოს – ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებს, მათ ხელშეწყობას რუსული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში, როგორც ეს თავად რუსეთის საბაჟოს სამსახურმა განაცხადა. საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს და ეხმარება რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაში, ვაჭრობაში, ვალუტის გადინებაში და იქიდან შესაბამისად ადამიანების და მათი გადმოგზავნილი ფულის მიღებაში და ყველაფერ იმაში, რასაც შემდეგ რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ იქ სამხედრო კამპანიის საწარმოებლად. პრეზიდენტ ზელენსკიმ შარშან წლის ბოლოს, შეგახსენებთ საახალწლოდ, ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა უკრაინის მოქალაქის თავისი მეგობრის, მისი ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის მიშა სააკაშვილის გათავისუფლება, ჰუმანიტარული მიზნით. მაგრამ ქოცების რეჟიმმა, “რუსულმა ოცნებამ“ ეს თხოვნა არ შეისმინა, შესაბამისი გადაწყვეტილებები მოგეხსენებათ არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის კადრები გუშინ და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვიხდი მადლობას ჩვენი პარტიის სახელით პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ ხალხს, ყველას ვუხდით დიდ მადლობას იმიტომ, რომ უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.