უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონებში.
ძლიერი წვიმის შედეგად ბახმაროში მდინარე ბახვისწყალი არის ადიდებული. გარდა ამისა, სტიქიამ გზა დააზიანა ზოტში.
როგორც “გურია ნიუსს” მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის ტექნიკა უკვე მობილიზებულია და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
გარდა ამისა, მაღალმთიანი სოფლების ნაწილს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.
“გურია ნიუსი” დეტალებს “ენერგოპრო-ჯორჯიაში” აზუსტებს.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმა და ქარი იყო.
ავტორი