რა გახდა საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალების მიზეზი – კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ფაქტი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზი, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი აცხადებს, რომ მეუფე შიოს მოწამვლის მცდელობა მტრის მიერ განხორციელებული ქმედებაა.
“ეს არის მტრის მიერ გაკეთებული საქმე, კონკრეტულად ქართველი ერის მტრის. ეს მცდელობა, თუკი ეს ფაქტია და მართლაც მოხდა მეუფე შიოს მოწამვლა, ძალიან ცუდი ფაქტია. მტერნი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევიან ეკლესიას ისე ვერავინ და ვერაფერი მოერევა დედა ეკლესიას,” – აცხადებს დეკანოზი ერმალოს ჭელიძე.
რუსთავი 2