გომბორის გზაზე მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად მოტოციკლი სიმაღლიდან გადავარდა – ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი თავდაპირველად მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: knews.ge