სისხლიანი გარჩევა ბათუმში. როგორც TV25 იუწყება, დაჭრილია ერთი ადამიანი. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ რესტორანში, გვიან ღამით მოხდა.
როგორც თვითმხილველი TV25.GE-ის უყვება, მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა. კაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.
“დანით დაჭრა, რადგან მის ცოლს უცხო კაცი ცეკვის დროს წელზე ხელით შეეხო”, – გვითხრა თვითმხილველმა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
რა მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან დააკავეს თუ არა დამნაშავე? უწყებისგან პასუხს ველოდებით.
წყარო: tv25