საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ყველა ბავშვი საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს,_ ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“სახელმწიფო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას მსოფლიოს სამ ქვეყანაში: ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში დააფინანსებს. სერვისის მიმწოდებლად, შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია.
მკურნალობის დაფინანსებისთვის წლიური ბიუჯეტი 30 მლნ ლარს შეადგენს”,_ განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.