გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭიეთშიც.
ძლიერმა ქარმა სოფელში რამდენიმე ხე მოთხარა. გარდა ამისა, ძლერი წვიმისგან წარმოქმნილმა ნიაღვარმა დააზიანა ახალდაგებული ბეტონის გზაც. ნიაღვარმა ბეტონს ძირი გამოურეცხა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, სატვირთო მანქანის გადაადგილების შემთხვევაში, გზა შეიძლება ჩატყდეს.