,,ირაკლი კობახიძის შემზარავი განცხადება თუ არ გინახავთ ბავშვზე, არაფერი გინახავთ. კობახიძე, შენ მართლა კუსტარულო, მართლა ლამარას მექანიზმ-მოშლილი კუკლასავით ნუ იქცევი. ისევ ბავშვის დაუდევრობას გინდა მიაწერო დანაშაული? კუსტარული რომაა ყველა სადენი – მერე შენ რას მიკეთებ? რა ამაზრზენი კაცია. თურმე დენით მოკლულ ბავშვზე თუ ვლაპარაკობთ – ადამიანის სიცოცხლით ვმანიპულირებთ. ანუ ქუჩაში დენით უნდა კვდებოდნენ ბავშვები და არც უნდა ვილაპარაკოთ. _ ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ვიკა ბუკია ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წყნეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც 16 წლის ბიჭი დენს დარტყმის შედეგად გარდაიცვალა:
,,მე რა ინფორმაციაც მაქვს, იქ დენი იყო კუსტარულად მოსახლეობის მიერ შეყვანილი. ამიტომ თქვენ გაქვთ არასწორი ინფორმაცია. გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია. როცა კუსტარულად ამას მოსახლეობა აკეთებს, აქ რთულია, რა თქმა უნდა, კონტროლი. ყოველდღე ხომ ვერ ჩამოივლი ყველაფერს… როცა ხდება კუსტარულად დენის გადაყვანა, ამის ყოველდღიური კონტროლი არის რთული. არ დაგასრულებინებთ ამ თემას, იმიტომ რომ ბავშვის თემით სპეკულირება დაიწყეთ. ბავშვი დაიღუპა და ამ თემაზე თქვით ტყუილი და ამაზე არ დაგამთავრებინებთ… ეს არის სირცხვილი, ეს არის ამ ტელევიზიების სახე, საზოგადოებას მივმართავ“.